ნიგერიაში, მაღაროში გაზის აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

aerial view in coal mine with bucket wheel excavator. destruction of nature. fossil energy.

ნიგერიის ცენტრალურ ნაწილში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში აფეთქების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას AFP ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დადასტურებულია 38 ადამიანის გარდაცვალება, ხოლო 27 პირი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“, – განუცხადა AFP-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ალიუ ადამუ იდრისმა.

პლატოს შტატი ქვეყნის სამთო წარმოების ისტორიული ცენტრია, თუმცა ბოლო წლებში ამ დარგმა მკვეთრი დაღმასვლა განიცადა. რეგიონის დედაქალაქი, ჯოსი, ცნობილია როგორც „კალის ქალაქი“, რაც შტატის სამთო წარსულზე მიანიშნებს. ის ამჟამად, ძირითადად მცირე, არალიცენზირებული კუსტარული მაღაროებისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები