დანიის მეფე გრენლანდიაში ჩავიდა
დანიის მეფე ფრედერიკ X გრენლანდიაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 იანვარს დანიის სამეფო სახლმა განაცხადა, რომ ფრედერიკ X გრენლანდიას 18-დან 20 თებერვლამდე ეწვეოდა. როგორც მეფემ აღნიშნა, ის „მოუთმენლად ელოდა“ ამ მოგზაურობას, რადგან გრძნობდა გრენლანდიელების შეშფოთებას შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ვითარების გამო.
„დანიის მეფე ფრედერიკი ოთხშაბათს გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში ჩავიდა, რაც გრენლანდიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი მეორე ვიზიტია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, გრენლანდიის დანიის სამეფოს შემადგენლობაში ყოფნის ხაზგასასმელად მეფეს ქურთუკზე დანიისა და გრენლანდიის დროშები ჰქონდა გამოსახული.