ეპშტეინის საქმე – კიდევ ერთი ჩვენება და ახალი დეტალები

ნიუ-იორკელმა მუსიკოსმა, რინა ოჰმა, რომელიც ეპშტეინის მსხვერპლად მოიაზრება, მასთან დაკავშირებული ახალი დეტალები გაამხილა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ოჰის განცხადებით, ეპშტეინი ახალგაზრდა ქალებს განათლებისა და კარიერული წინსვლის დაპირებებით უახლოვდებოდა. მისი თქმით, მას შესთავაზეს დახმარება სწავლის გაგრძელებასა და პროფესიულ განვითარებაში, თუმცა შემდგომში ამ შეთავაზებებს არასათანადო მოთხოვნები ახლდა.

ამასთან, ოჰის თქმით, ეპშტეინი „აღფრთოვანებული“ იყო თავისი გეგმით, სახელწოდებით „ჰარემი“.

„ის ოსმალური კულტურით იყო გატაცებული. სურდა, რომ იმ პერიოდის ისტორია და არქიტექტურა შემესწავლა – განსაკუთრებით თოფქაფის სასახლე იზიდავდა. ეპშტეინი ხშირად საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენიებდა, საკუთარ თავს “სულთანს“ უწოდებდა და ოსმალეთის ჰარამხანებში მყოფ ქალებზე ისტორიებს ყვებოდა“, – თქვა რინა ოჰმა.

როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, უარის თქმის შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და შეთავაზებული მხარდაჭერა შეწყდა. მისი განმარტებით, მსგავსი სქემა სხვა შემთხვევებშიც გამოიყენებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები