“დღევანდელ დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ე.წ. მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიის უკიდურესად ანგაჟირებული მიდგომის ნელ-ნელა ნგრევის და ჩამოშლის პროცესია” – ქადაგიშვილი
“დღევანდელ დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ე.წ. მემარცხენე ლიბერალური დემოკრატიის უკიდურესად ანგაჟირებული მიდგომის ნელ-ნელა ნგრევის და ჩამოშლის პროცესია”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
„ფაქტობრივად, საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე გამოილაშქრეს. დიპლომატიური, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ყველა ეტიკეტი და დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ყველა ზღვარი გადაილახა იმ მიზნით, რომ აქ როგორც ეძახიან – „რეჟიმის“ ცვლილებისთვის მიეღწიათ. ამან მოიტანა ის, რომ ევროპელებმა დაკარგეს ჩვენთან გარკვეული კონტაქტი”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.