პრემიერი: წარმოების მხარდასაჭერად საქართველოში ბევრი წამახალისებელი პროგრამა მოქმედებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების მხარდასაჭერად საქართველოში ბევრი წამახალისებელი, თანაინვესტირებისა და დაფინანსების პროგრამა მოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “რაც შეეხება წარმოებასა და სოფლის მეურნეობას, რადგანაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ან თითქმის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მწარმოებლები და მსხვილი სასოფლო-სამეურნეო კომპანიები, რომლებიც ეძებენ უფრო უსაფრთხო და მარტივ ბიზნესგარემოს, სწორედ საქართველოში ამჯობინებენ პროექტების განხორციელებას და, საბაჟო გადასახადის გარეშე, ჩვენს რეგიონში პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის ჩვენი შესანიშნავი სატრანზიტო მომსახურებით სარგებლობას. წარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების მხარდასაჭერად საქართველოში მოქმედებს ბევრი წამახალისებელი, თანაინვესტირებისა და დაფინანსების პროგრამა. როგორც ბევრ თქვენგანს სმენია, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები საუკეთესოთა რიცხვშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი აზრით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის პირობებში, წინდახედული მეწარმეები, რომლებიც ცდილობენ პროდუქცია გაყიდონ ევროპაში, დსთ-სა და თურქეთში, საქმიანობას სწორედ კეთილგანწყობილ საქართველოში გადმოიტანენ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები