ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ტურიზმი აღმავლობის გზაზეა

საქართველოში ტურიზმი აღმავლობის გზაზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მას აქვს ზღვისპირა და სათხილამურო კურორტები, ვენახები, ასევე განთქმული სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კურორტები.
ღარიბაშვილის განცხადებით, 2013 წელს საქართველოს ეწვია 5.4 მილიონი ადამიანი, რაც 22%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„თბილისის სასტუმროები ხშირად 70-ზე მეტი პროცენტით არის დაკავებული. აგრეთვე, იგეგმება ათობით ახალი სასტუმროს გახსნა. ამ სექტორის სრული პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებლია.
ჩემი მთავრობა აქტიურად მუშაობს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, აგრეთვე არსებული მომსახურებისა და ახალი შესაძლებლობების დივერსიფიკაციაზე, MICE-ტურიზმისა და საკონფერენციო ცენტრის დაარსების ჩათვლით.
როგორც მზარდი ტურისტული ცენტრი, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობებს უძრავი ქონების, ზოგადად, მშენებლობისა და კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში, განსაკუთრებით სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის, სავაჭრო ცენტრებისა და სხვა მოთხოვნადი ფართობებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები