ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში

პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება ისევე უსაფრთხო იქნება, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში, განსხვავება კი მხოლოდ დაბალ ტარიფებსა და გადასახადებში, მარეგულირებელი წესების სიმცირესა და, რასაკვირველია, თქვენი ამონაგების დიდ მოცულობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე “საქართველო – რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რეფორმებს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და საქართველო სულ უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს იზიდავს. ირაკლი ღარიბაშვილიმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს სტატისტიკა გააცნო.
„ამა წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 6,1%-ით. მოსალოდნელია, რომ 2014 წელს ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს; ანალიტიკური ცენტრის – Heritage Foundation-ის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით; გარდა ამისა, ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო ცენტების – Moody’s-სა და Fitch-ის თანახმად, საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა და BB- კატეგორიაში გადაინაცვლა, ეს კი ძალიან კარგი სიგნალია ინვესტორთათვის; საქართველოს საგარეო ვაჭრობა განუხრელად იზრდება. 2014 წლის პირველ ნახევარში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 16%-ით გასულ წელთან შედარებით და 5.44 მილიარდი დოლარი შეადგინა“, – განაცხადა ღრიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები