იონათამიშვილი – ბექა გოცირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კომენტარებზე: პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება და პირდაპირ ანთხევენ ზიზღს, წყევლას
“ესენი არიან შიდა ტერორისტები. პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება და პირდაპირ ანთხევენ ზიზღს, წყევლას”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
ის ყოფილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ უარყოფით კომენტარებს გამოეხმაურა.
„ესენი არიან შიდა ტერორისტები. პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი იღუპება და პირდაპირ ანთხევენ ზიზღს, წყევლას. ამით სინამდვილეში „მორალურ სტანდარტს“ ავლენენ. ამ ადამიანებს არაფერი წმინდა, არაფერი ქართული არ გააჩნიათ. კიდევ ერთხელ ვხედავთ ამ რადიკალური ჯგუფების მორალურ უსტანდარტობას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.