დავით მათიკაშვილი: შუა დერეფნის უმნიშვნელოვანეს პროექტში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია

“კარგია თუ კი გეოგრაფიულ ჭეშმარიტებებზე თვალის დახუჭვა აღარ უწევს ევროკომისიას და ის, რომ შუა დერეფნის უმნიშვნელოვანეს პროექტში საქართველოს გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამის შესახებ პირდაპირ მოხდა ჩანაწერის გაკეთება”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკომისიის კვლევას.

მისი თქმით, ევროკავშირს მოუწია თვალის გასწორება ჭეშმარიტებისთვის, რომ შეუძლებელია საქართველოსთვის გვერდის ავლა, როდესაც საუბარია აზიისა და ევროპის დაკავშირებადობაზე.

„ის, რაც მანამდე ჩვენ ვნახეთ ცალკეულ შემთხვევებში, რაღაც ფორუმები იმართებოდა დაკავშირებადობის საკითხებზე და საქართველოს არ იწვევდნენ იმ მოცემულობაში, სადაც საქართველოს უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდა ნებისმიერი გზა, რომელიც აზიიდან ევროპისკენ მიდის. აი, ამ მოცემულობაში, როდესაც დღეს ვხედავთ უკვე თვალის გასწორებას სიმართლეზე და ჭეშმარიტებაზე, ეს რა თქმა უნდა არის დადებითი მოვლენა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები