ყაზახეთში, სკოლის მოსწავლემ ნაჯახით ორი თანაკლასელი დაჭრა
ყაზახეთის დასავლეთით, ქალაქ კულსარიში, სკოლაში საშუალო სკოლის მოსწავლის მიერ ნაჯახით თავდასხმის შედეგად ორი მოსწავლე მსუბუქად დაშავდა,- ამის შესახებ რეგიონალური პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.
„მეათე კლასის მოსწავლემ თანატოლებთან კონფლიქტის შემდეგ თავდასხმა ჩაიდინა და სკოლის ტერიტორია დატოვა. ინციდენტის შედეგად ორმა მოსწავლემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე მივიდნენ ადგილზე. მოზარდი დაკავებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის ყველა მონაწილე და მათი მშობლები პოლიციაში გადაიყვანეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.
„თხუთმეტი წლის ეჭვმიტანილი დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. საქმის მასალები გადაეგზავნა არასრულწლოვანთა საქმეთა კომისიას. მშობლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არასრულწლოვნის აღზრდის ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.