მელანია ტრამპი: პუტინის გუნდთან უკრაინელი ბავშვების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გუნდთან უკრაინელი ბავშვების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

მისი თქმით, კონტაქტები რუსულ მხარესთან შენარჩუნებულია და მიზნად ისახავს იმ უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას, რომლებიც ომის დროს რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდნენ.

მელანია ტრამპს მოლაპარაკებების დეტალებზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი რთულია და მუდმივ დიპლომატიურ ძალისხმევას საჭიროებს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ათიათასობით ბავშვი რუსეთის მიერ იძულებით არის გადაყვანილი, რასაც მოსკოვი უარყოფს და ამტკიცებს, რომ ბავშვები უსაფრთხოების მიზნით გადაასახლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები