Reuters: მაკრონის მრჩეველმა მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი, ემანუელ ბონი რუს მაღალჩინოსნებთან მოსალაპარაკებლად სამშაბათს მოსკოვში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ბონი კრემლის თანამდებობის პირებს შეხვდა. მას დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია, გარდა იმისა, რომ შეხვედრის მიზანი საკვანძო საკითხებზე, უპირველეს ყოვლისა კი უკრაინის თემაზე დიალოგის წარმოება იყო.

ორმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ ინიციატივის შესახებ, ბონმა კი მოლაპარაკებები იური უშაკოვთან, ვლადიმერ პუტინის უფროს მრჩეველთან გამართა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებები არც დაადასტურეს და არც უარყვეს, თუმცა შეახსენეს ემანუელ მაკრონის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დისკუსიები ტექნიკურ დონეზე, სრული გამჭვირვალობით და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავარ ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები