იაპონიაში ძლიერი თოვლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა(ფოტო)

იაპონიაში ძლიერი თოვლისა და თოვლისგან გამოწვეული ინციდენტების შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა და 350-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურმა სტრუქტურებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ექსტრემალური ამინდის პირობები მოსახლეობას კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ძლიერი თოვისგან გამოწვეული პრობლემები ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებშია დაფიქსირებული. სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, საცხოვრებელი სახლები და ტრანსპორტი. გარდაცვლილთა შორის ბევრი ხანდაზმულია.

ადგილობრივი სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ტრანსპორტი და კომუნიკაციები ნაწილობრივ შეფერხებულია. სამხედრო მოსამსახურეები თოვლის გასაწმენდად, მოსახლეობის ევაკუაციისა და იზოლირებულ თემებში შესვლის უზრუნველსაყოფად არიან მობილიზებული.

შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ზოგიერთი ტერიტორია ჯერ კიდევ მიუვალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები