აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვებსაიტიდან ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ათასობით ფაილი წაშალა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე ათასი დოკუმენტი და მედიაფაილი თავისი საჯარო ვებსაიტიდან მას შემდეგ წაშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, შემთხვევით შეიცავდა მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვნების, პერსონალურ ინფორმაციას.
აშშ-ის პროკურორის, ჯეი კლეიტონის (ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ოლქი) მიერ გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ეპშტეინის 200-ზე მეტი სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატებმა ფედერალურ მოსამართლეებს სთხოვეს, დაუყოვნებლივ წაეშალათ ფაილები საიტიდან.
„პირველი საჩივრების გაჩენის შემდეგ, სამინისტრო გულმოდგინედ მუშაობდა, შაბათ-კვირასაც კი. შედეგად, ჩვენ ვებსაიტიდან წავშალეთ რამდენიმე ათასი დოკუმენტი და მედიაფაილი, რომლებიც შესაძლოა, შემთხვევით შეიცავდნენ მსხვერპლთა შესახებ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას“, – ნათქვამია წერილში.
აღნიშნულია, რომ თითქმის ყველა მასალა, რომელიც თავად დაზარალებულებმა ან მათმა ადვოკატებმა ამოიცნეს, ამოღებულია. მათივე ცნობით, რომ ამჟამად ყველა ამოღებული მასალა გადახედვის პროცესშია.