ვახტანგ თურნავა: 5%-იანმა საშემოსავლო გადასახადმა მოიტანა ის, რომ დღეს საქართველოში უკვე დარეგისტრირებული არის 207 კომპანია, რომელიც ამ შეღავათებით სარგებლობს

“დაახლოებით, 52 000 ადამიანს ასაქმებს IT სფერო და საშუალო ხელფასი საქართველოში გვაქვს 7 000 ლარზე მეტი, რაც 3,5-ჯერ მეტია, ვიდრე დღეს საქართველოში არის საშუალო ხელფასი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ  განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ აისახება საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა ხელფასებსა და ადგილობრივ ბაზარზე.

„5%-იანმა საშემოსავლო გადასახადმა მოიტანა ის, რომ დღეს საქართველოში უკვე დარეგისტრირებული არის 207 კომპანია, რომელიც ამ შეღავათებით სარგებლობს და ერთ-ერთ კომპანიას უკვე ჰყავს 3 000-ზე მეტი ქართველი თანამშრომელი, დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში და აქედან უწევს IT ექსპორტს უცხოეთში, რაც არის ძალიან მისასალმებელი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ადამიანი შემოვიდეს IT სექტორში, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემენ ამ მიმართულებას“, – აღნიშნა ვახტანგ თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები