სარფის საბაჟოზე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ორი მცდელობა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ორი მცდელობა გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში კანონდამრღვევი იყო თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ბ.დ.ჰ., რომლის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა TYLOLHOT-ის 12 პაკეტი აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, მეორე შემთხვევაში კი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები NUROFEN COLD & FLU – 96 აბი და KATARIN FORTE – 60 აბი ასევე საქართველოს მოქალაქე გ.ჭ.-ის ხელბარგში აღმოჩნდა.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები