ირანის მუდმივი წარმომადგენლობა გაერო-ში: თეირანი ვაშინგტონთან დიალოგისთვის ღიაა

თეირანი მზადაა ვაშინგტონთან დიალოგისთვის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ისლამური რესპუბლიკა თავს დაიცავს და ძლიერ პასუხს გასცემს.

ამის შესახებ გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირანისკენ „ამერიკული არმადის“ მოახლოებასა და სამხედრო მოქმედებებით მუქარას ეხებოდა.

„ბოლო ჯერზე, როდესაც შეერთებული შტატები უპასუხისმგებლოდ ჩაერთო ავღანეთსა და ერაყში ომებში, მან 7 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და 7000-ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე დაკარგა. ირანი მზადაა ჩაერთოს დიალოგში ურთიერთნდობასა და ინტერესებზე დაყრდნობით, მაგრამ თუ იძულებული გახდება, ის თავს დაიცავს და უპასუხებს ისე, როგორც არასდროს უნახავს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები