რუსეთის მიერ ხარკოვში სამგზავრო მატარებელზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ ხარკოვში სამგზავრო მატარებელზე დრონით თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი სამხედრო გამართლება არ აქვს და ეს ტერორისტული აქტია.

“ნებისმიერ ქვეყანაში, სამოქალაქო მატარებელზე დრონის თავდასხმა წმინდა ტერორისტულ აქტად ჩაითვლებოდა. ამ თავდასხმას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმე სამხედრო მიზანი. რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მკვლელობის, ტერორის შესაძლებლობა. ისინი ინვესტიციას დებენ ტერორის პროგრესში”, – წერს ზელენსკი.

როგორც მედია აღნიშნავს, დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო და შესაძლოა, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები