ზელენსკი: უკრაინა იმედოვნებს, რომ 2027 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წელს გეგმავს.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. იგი მიიჩნევს, რომ ევროპის საერთო სიძლიერე შესაძლებელია, კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და ეკონომიკური წვლილის წყალობით.

„სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, 2027 წელზე – და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს პოზიციას მხარს დაუჭერენ“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები