ირანი ინტერნეტზე წვდომის ყველა შეზღუდვას ხსნის

ირანი საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომის ყველა შეზღუდვას ხსნის,- ამის შესახებ ინფორმაციას TASS ირანის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არა მხოლოდ ყველა სექტორში მოიხსნა ეროვნულ ინტერნეტ პლატფორმაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, არამედ თანდათანობით იხსნება საერთაშორისო ინტერნეტ შეზღუდვებიც“, – განაცხადა სააგენტოს წყარომ.

მისი თქმით, შესაბამისი ორგანოებისადმი გაგზავნილ წერილში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა მოითხოვა ყველა შეზღუდვის მოხსნა ინტერნეტ ბაზრის აღსადგენად და საერთაშორისო ინტერნეტზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველსაყოფად. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო დაიწყო, თუმცა მოგვიანებით არეულობაში და მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გაითიშა და დაშავებულები იყვნენ როგორც უსაფრთხოების ძალებს, ასევე მომიტინგეებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები