ევროკავშირის საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ევროკავშირისთვის მიწოდების სრული აკრძალვა,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსული მილსადენური გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ევროკავშირში ამიერიდან აიკრძალება. რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების სრული აკრძალვა ძალაში შევა 2027 წლის დასაწყისში, ხოლო მილსადენური გაზის – 2027 წლის 30 სექტემბრიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.“.
2027 წლიდან რუსული გაზის შესყიდვის აკრძალვის დარღვევისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროპული კომპანიებისთვის ტრანზაქციის თანხის 300%-ის, ანუ კომპანიის წლიური ბრუნვის 3.5%-ის ოდენობის ჯარიმა დააწესა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის – სულ მცირე, 2.5 მილიონი ევროს ოდენობით.
„ახალი წესების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, ფიზიკური პირებისთვის, სულ მცირე, 2.5 მილიონი ევროს, ხოლო კომპანიებისთვის 40 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გამოიწვიოს. ჯარიმა არ უნდა იყოს კომპანიის წლიური ბრუნვის 3.5%-ზე ნაკლები ან სავარაუდო ტრანზაქციის მოცულობის 300%-ზე ნაკლები“, – ნათქვამია დოკუმენტში.