ირაკლი ქადაგიშვილი: მთავარია, რომ ზიზღის სინდრომი, რომელიც ხელოვნურად არის საქართველოში დანერგილი, რამენაირად იყოს გადალახული

“მთავარია, რომ პოლარიზაციის, დაპირისპირების, ზიზღის სინდრომი, რომელიც ხელოვნურად არის საქართველოში დანერგილი, რამენაირად იყოს გადალახული”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

„პოლარიზაცია, დაპირისპირება, უკიდურესი გახლეჩა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის – ეს არის ის, რასაც ეს მავნე პოლიტიკური მეინსტრიმი – რადიკალური ოპოზიცია მიჰყვება და ის, რასაც გარე დამკვეთები მათ უკვეთენ, რადგან თუ იყო დებატები, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ნორმალური ცივილიზებული დამოკიდებულება, მაშინ რა თქმა უნდა გარედან ჩარევის მექანიზმი ხელიდან ეცლებათ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები