“არც ერთი პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ შესულა ევროპულ სასამართლოში, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში და რომლებსაც გაუჩნდათ კითხვის ნიშნები და პრეტენზიები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით” – ბექა ძამაშვილი

“არც ერთი პოლიტიკოსის, ან პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ შესულა ევროპულ სასამართლოში, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში და რომლებსაც გაუჩნდათ კითხვის ნიშნები და პრეტენზიები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„საჩივრიდან გავიგეთ, რომ მომჩივნების ნაწილმა ჯერ კიდევ 2024 წელს ითხოვა არჩევნების შედეგების შეჩერება, დროებითი ღონისძიების გამოყენება ევროპული სასამართლოსგან და მათ ეს არ დაუკმაყოფილდათ. შემდეგ შევიდა სხვა საჩივარი, რომლითაც „საია“- მიერ მოთხოვნილი იყო, რომ პრიორიტეტი მინიჭებოდა ამ საჩივარს და დაჩქარებულად მომხდარიყო მისი განხილვად. ევროპულმა სასამართლომ არც ეს დააკმაყოფილა და ვხედავთ, რომ თითქმის ერთი წლის შემდეგ მოხდა ამ საქმეების განხილვა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც ჩანს, მომჩივნების სტრატეგია იყო, რომ სამ ნაწილად შეეტანათ სარჩელები. ერთ საჩივარში რაღაც მუხლებზე კონცენტრირდნენ, მეორე საჩივარში რაღაც მუხლებზე და მესამეში სხვა მუხლებზე, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში გადაზღვევა მომხდარიყო. ესეც ალბათ სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ პირველად რომელი საჩივარიც შევიდა, იქ მოითხოვეს დროებითი უზრუნველყოფის სახით არჩევნების შედეგების შეჩერება და დაელოდნენ ალბათ სასამართლო რას გადაწყვეტდა. როდესაც ნახეს, რომ ევროპულმა სასამართლომ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა, შემდეგ შევიდა საჩივრების მეორე ჯგუფი, კონცენტრირდნენ სხვა საკითხებზე, შემდეგ შევიდა მესამე და უკვე მესამე ჯგუფში, რომლის თანაავტორიც არის „საია“, პროცედურულად მოითხოვეს პრიორიტეტის და დაჩქარების მინიჭება ამ საქმეზე და ეს მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა”, – აღნიშნა ძამაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები