კახიანი – ოპოზიციაზე: ისინი არ ცდილობენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ დარბიან ბრიუსელის კაბინეტებში და ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე დასანქცირდეს ქვეყანა

“როდესაც სჭირდებათ, ისინი ერთიანად წარმოჩინდებიან, როდესაც დასჭირდებათ – ცალ-ცალკე, თუმცა, სინამდვილეში ისინი ერთიან კოლექტიურ ძალას წარმოადგენენ და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ისინი არ ცდილობენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას, არამედ დარბიან ბრიუსელის კაბინეტებში და ცდილობენ, რომ იქნებ როგორმე დასანქცირდეს ქვეყანა. როგორც კი რაიმე გაჟღერდება ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, დააკვირდით, როგორი სიხარულით ჩამწკრივდებიან და სიხარულს ვერ მალავენ”, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები