“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება სოციალური თვალსაზრისით იყოს ნაკლებად დატვირთული ისეთი ტვირთისგან, რისი შემცირების შესაძლებლობაც არსებობს” – მათიკაშვილი
“ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი – დაახლოებით, საშუალოდ 86% და, ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს და პროდუქტებზე ფასების კლების საკითხს ეხმაურება.
“როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს იმის, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ სწორედ დროებითი კომისიის შექმნა, რომელიც პარალელურად მთავრობაში მომუშავე კომისიისა და სუს-ის მიერ წარმოებული შესაბამისი საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებისა, იქნება დაკავებული სწორედ ოპტიმალური ფასის დადგენით, დადგენის პროცესში არსებული რეალობის განსაზღვრით. იქნებიან გამოკითხული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებული ფასწარმოქმნის პროცესთან დაწყებული საბაჟოდან, დახლით დასრულებული. ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი ფასნამატი – დაახლოებით 86% საშუალოდ და, ბუნებრივია, რომ ეს რიცხვი უნდა შემცირდეს. როგორც თვითონ ბიზნესიც ამბობს, შესაბამისი რესურსი არსებობს, რომ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიღებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება სოციალური თვალსაზრისით იყოს ნაკლებად დატვირთული ისეთი ტვირთისგან, რისი შემცირების შესაძლებლობაც არსებობს და სწორედ ამიტომ მაქსიმუმი იქნება გაკეთებული“, – განმარტავს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან შეხვედრები იწყება.