მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ

“მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში [ოპოზიცია], რომ ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ. ან რა შუაშია რაიმე ულტიმატუმი დებატებთან, პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

კერძოდ, ის პრემიერ ირაკლი კობახიძის წინადადებაზე, რომ სადავო საკითხები დებატების ფორმატში უნდა იყოს განხილული, ოპოზიციის რეაგირებას აფასებს.

“დებატები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. საზოგადოების დაკვეთაც არის ეს ყველაფერი, მათ სურთ ერთ პლატფორმაზე მოისმინონ განსხვავებული აზრები და შემდეგ უკვე გამოიტანონ დასკვნები იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რასაც წარმოვადგენთ ჩვენ, მეორე მხრივ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეიძლება იქ პოლიტიკოსები საერთოდ არ იყოს და იყვნენ კონკრეტული დარგის სპეციალისტები. რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებისთვის არის მხოლოდ სასარგებლო.

რაც შეეხება ულტიმატუმებს, მგონი, არ არიან ამ მდგომარეობაში, რომ ვინმეს რამე ულტიმატუმი წაუყენონ. ან რა შუაშია რაიმე ულტიმატუმი დებატებთან, პირდაპირ თქვან, რომ ეშინიათ დებატების, ვინაიდან სათქმელი არაფერი არ აქვთ”, –  აღნიშნავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები