“ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები უკვე ვიხილეთ – ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან გასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, ტყუილზე აგებულ ჩვენებებს რომ იძლეოდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ” – მაჭავარიანი
“ჰელსინკის კომისიის სპექტაკლები ჩვენ უკვე ვიხილეთ – ბატონი უილსონი ხელმძღვანელობდა და აქედან გასული აგენტებიც კარგად გვახსოვს, ტყუილზე აგებულ ჩვენებებს რომ იძლეოდნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“ეს უკვე გავიარეთ და მე არ მგონია, რომ საქართველოში რჩებოდეს ადამიანი, რომელიც სერიოზულად აღიქვამს ამ კომისიას. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ერთ-ერთი მომხსენებელი უნდა იყოს ქალბატონი ლორა თორნტონი, რომლის სტიპენდიატიც ქალბატონი ზურაბიშვილია, რომელიც გამოირჩევა ბატონი ტრამპის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით და რიტორიკით, საშინელი ბრალდებებით. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სინქრონშია რადიკალურ ოპოზიციასთან, ვინაიდან ისინიც, ბატონ ტრამპს ძალიან უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ. ქალბატონი თორნტონია ის ადამიანი, რომელმაც ძალიან სერიოზული გულისწყრომა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ნოემბრის აქციებზე მსხვერპლი ვერ იხილა. შესაბამისად, ასეთი კომისია ჩვენთვის საინტერესო არ არის – რაც უნდათ, ის ულაპარაკიათ”, – ამბობს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, 28 იანვარს ჰელსინკის კომისია საქართველოზე იმსჯელებს, – შესაბამისი განცხადება “ჰელ კომმა” საკუთარ გვერდზე უკვე გაავრცელა.