ირანში ბოლო დროს მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე ხანგრძლივი შეფერხების შემდეგ, ქვეყანაში ინტერნეტის თანდათანობით აღდგენა დაიწყო ,- ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ისლამურ რესპუბლიკაში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ ნაწილობრივ არის ხელმისაწვდომი და კავშირი არასტაბილურია.
ინტერნეტთან დაკავშირების გარდა, მომხმარებლებმა უცხოურ ვებსაიტებსა და შეტყობინებების აპლიკაციებზე წვდომისთვის VPN-იც უნდა გამოიყენონ და ყველა VPN ყველა ოპერატორთან არ იმუშავებს.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო დაიწყო. 8 იანვარს პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. იმავე დღეს ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა.