ზელენსკი: რუსეთიც და უკრაინაც კომპრომისზე უნდა წავიდნენ
რუსეთიც და უკრაინაც კომპრომისზე უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის სესიის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ყველა მხარე ერთმანეთთან ითანამშრომლებს, ომი შეიძლება დასრულდეს, თუმცა ეს ვერ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე „თამაშს დაიწყებს“.
როდესაც ჰკითხეს, იგნორირებული იყო თუ არა უკრაინა ამ კვირაში, ზელენსკიმ უპასუხა: „უგულებელყოფილი არ არის, დავოსში ბევრი სხვადასხვა გამოწვევა განიხილება… თუმცა, თუ ომი დაგავიწყდებათ, ის ვერ გადაიჭრება. გასაგებია, რომ ლიდერებს ბევრ სხვა პრობლემაზე უწევთ ფიქრი“.