“ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4%-ს მიაღწევს” – ენდრიუ ჯუველი
„ეროვნული ბანკი სათანადოდ ინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკას, განაკვეთის უცვლელად 8 პროცენტზე შენარჩუნებით“, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
„თუ ინფლაცია უფრო მდგრადი აღმოჩნდება, ვიდრე ამჟამად პროგნოზირებულია, ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.4%-ს მიაღწევს, რაც აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს“, – განმარტავს ენდრიუ ჯუველი.