ტელეკომპანია „მაესტრო“ დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ დატოვეს
ტელეკომპანია „მაესტრო“ ჟურნალისტებმა – დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ დატოვეს,- ამის შესახებ „კვირას“ დიანა ტრაპაიძემ განუცხადა.
“გიდასტურებთ, რომ მე ნამდვილად დავტოვე ტელეკომპანია “მაესტრო”, მიზეზებზე არ ვისაუბრებ. ჯერჯერობით ახალ გეგმებზე საუბარი არ შემიძლია, ამ ეტაპზე სახლში ვრჩები და დავისვენებ“, – აღნიშნა დიანა ტრაპაიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “მაესტრო” ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ვახო სანაიამაც დატოვა.