გიორგი ვოლსკი: უკრაინა-რუსეთის ომი ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც თუ მონაწილეობს ევროკავშირი, მხოლოდ იმ პოზიციიდან, რასაც ჰქვია ომის პარტიის პოზიცია
“უკრაინა-რუსეთის ომი ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც თუ მონაწილეობს ევროკავშირი, მხოლოდ იმ პოზიციიდან, რასაც ჰქვია ომის პარტიის პოზიცია,” – ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მსოფლიოს რაც სჭირდება, ეს არის მშვიდობა. ევროკავშირს, ბოლო პერიოდში, არც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადაუდგამს“, -აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.