ზუგდიდში მომხდარი აფეთქების შედეგად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა
ზუგდიდში მომხდარი აფეთქების შედეგად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა დაიღუპა. აფეთქება ღამის ორ საათზე მოხდა და შენობა ჩამოინგრა.
ამ დროისთვის შენობის მეორე სართულის დემონტაჟი და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური. მინისტრის მოადგილე თავდასხმის ფაქტს უარყოფს. დაღუპული ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული და ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.