დავით მათიკაშვილი: დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ღიად აცხადებს, რომ ის სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას – აქ ჩანს უმძიმესი შედეგი პოლიტიკისა, რომელსაც დღეს “დიფ სთეითის” დირიჟორობით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ

“დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ღიად აცხადებს, რომ ის სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. აქ ჩანს უმძიმესი შედეგი პოლიტიკისა, რომელსაც დღეს “დიფ სთეითის” დირიჟორობით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ნათელი დასტური თუ რა სავალალო დღეში აგდებს “დიფ სთეითის” ფსევდოლიბერალური პოლიტიკა ცალკეულ ქვეყნებს.

“ეროვნული იდენტობის აღქმის პრობლემასთან ერთად, როგორც ეტყობა, ქალბატონ სანდუს ღირსებისა და თავმოყვარეობის შეგრძნების პრობლემაც გააჩნია. ეს არის ნათელი დასტური თუ რა სავალალო დღეში აგდებს “დიფ სთეითის” ფსევდოლიბერალური პოლიტიკა ცალკეულ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში, კონკრეტული დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ღიად აცხადებს, რომ ის სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. აქ ჩანს უმძიმესი შედეგი პოლიტიკისა, რომელსაც დღეს “დიფ სთეითის” დირიჟორობით ევროკავშირის ჩინოსნები ახორციელებენ, სუვერენიტეტის დათმობის გზით. ევროკავშირში გაერთიანება ის მიუღებელი გზა არის, რომელსაც საქართველო არასდროს დათანხმდება”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები