დავით მათიკაშვილი – მარინ ლე პენის საქმეზე: ნათლად ჩანს უტიფარი პოლიტიკა, რომელიც ყურს უგდებს არა საზოგადოების შეხედულებებს, არამედ მხოლოდ ძალების სურვილებს, რომლებიც არაფორმალურად ცდილობენ ევროკავშირი მართონ

“ნათლად ჩანს უტიფარი პოლიტიკა, რომელიც ყურს უგდებს არა საზოგადოების შეხედულებებს, არამედ მხოლოდ ძალების სურვილებს, რომლებიც არაფორმალურად ცდილობენ ევროკავშირი მართონ,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს მიერ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის საქმის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსზე ხდება თავდასხმა, რათა ძალმომრეობით ჩამოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას. ნათლად ჩანს ის უხეში, უტიფარი პოლიტიკა, რომელიც ყურს უგდებს არა საზოგადოების შეხედულებებს, ხალხის სურვილებს, არამედ მხოლოდ ძალების სურვილებს, რომლებიც არაფორმალურად ცდილობენ ევროკავშირი მართონ. ეს არის ნათელი დასტური ამ ყველაფრის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი პოლიტიკოსის, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის საქმის მოსმენა დაიწყო. უნდა გადაწყდეს 2027 წლის არჩევნებში ლე პენის მონაწილეობის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები