ნიკოლოზ სამხარაძე: ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ-ევროპული ურთიერთობები გამოსწორდება და დაუბრუნდება ძველ ნიშნულს

“ვიმედოვნებთ, რომ ამერიკულ-ევროპული ურთიერთობები გამოსწორდება და დაუბრუნდება ძველ ნიშნულს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

“ბოლო დროს ამერიკის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის სიტყვის თავისუფლების ჩახშობისთვის, მიგრაციული პოლიტიკისთვის, არასაკმარისი თანხების გამოყოფისთვის უსაფრთხოების საკითხებზე. საკმაოდ რთული იქნება ამერიკულ-ევროპული ურთიერთობების გამოსწორება, მითუმეტეს ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები