სასწრაფოდ: ზუგდიდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა ააფეთქეს

ზუგდიდში, გორის ქუჩაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი-2” ავრცელებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, არიან დაღუპულები. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ერთი კედლი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქებული შენობიდან რამდენიმე მეტრში 200 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმა მდებარეობს.  შემთხვევის ადგილზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები