ტრამპმა ვენესუელაზე თავდასხმის მეორე ტალღა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობს, რის გამოც მან ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა.

ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ვენესუელა ძალიან კარგად თანამშრომლობენ, ამიტომ გავაუქმე თავდასხმების მოსალოდნელი მეორე ტალღა“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ, მიუხედავად თავდასხმის მეორე ტალღის გაუქმებისა, აშშ-ის სამხედრო ხომალდები რეგიონში უსაფრთხოების მიზნით დარჩება.

ტრამპის თქმით, ვენესუელასთან თანამშრომლობას ეკონომიკური კომპონენტი დაემატება. მსხვილი ნავთობკომპანიები ვენესუელაში, სულ მცირე, 100 მილიარდ დოლარს ჩადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები