ქუთაისში მამის მიერ ნაცემ ბავშვს სასწრაფო დახმარება დასჭირდა
ქუთაისის მე-11 სკოლის მოსწავლე, მე-2 კლასელი გოგონა სკოლაში ნაცემი მივიდა. როგორც სკოლის დირექტორი უშანგი ფხაკაძე აცხადებს, ბავშვმა განაცხადა, რომ ის მამამ სცემა.
“გაკვეთილი როცა დაიწყო მასწავლეებლმა დაინახა ნაცემი გოგონა, როცა ჰკითხა, თუ რა სჭირდა, ბავშვმა უთხრა, რომ მამამ სცემა. ადგილზე სასწრაფო დახმარება როცა გამოვიძახეთ, მათ განაცხადეს, რომ საჭირო იყო გოგონა ბავშვთა საავადმყოფოში გადაეყვანათ, მე როგორც ვიცი, გოგონას დედამ თურქეთში წასვლის წინ ბავშვს დაუტოვა 4 ლარი ბუფეტში გამოიზოგეო, გოგონას ეს თანხა მალე დაუხარჯავს და ამიტომ უცემია”, – აცხადებს სკოლის დირექტორი უშანგი ფხაკაძე. გოგონას ცემის ფაქტს ბავშვის მამიდა ნარგიზა ქარქაშძე ადასტურებს, მისი თქმით, ბავშვი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამამ მეორედ სცემა.
“გაღიზიანებული იყო რაღაცაზე ჩემი ძმა და ბავშვი ამიტომ სცემა. მე როგორც ვიცი, ცოტა ნასვამიც იყო. ასე სერიოზულად პირველად სცემა, თორემ წინაზეც იყო, რაღაც შემთხვევები”, – აცხადებს ნაცემი გოგონას მამიდა. წყარო pia.ge