საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თამარ ბაგრატიონი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შვილებსა და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

პირველმა ლედიმ საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2000 წლიდან, თბილისში ქრისტესშობის დღესასწაულის საზეიმო მსვლელობა „ალილო” განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები