სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს – სადღესასწაულო მსახურება თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა

სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მსახურება თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა და მას ეპისკოპოსი კირაკოს დავითიანი და მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანი უძღვებოდნენ.

„შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება.

5 იანვრის საღამოს, ტრადიციულად, სომეხთა სამოციქულო ეკლესია საშობაო ჭრაგალუიცისა და საღმრთო ლიტურგიას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, მრევლს ეკლესიებიდან ანთებული სანთლები მიაქვს, რაც სიმბოლურად, ბეთლემის ვარსკვლავისა და იესო ქრისტეს შობას გამოხატავს. დღეს კი, სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობას დღესასწაულობს.

სადღესასწაულო მსახურება თბილისის სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში შედგა და მას ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანი უძღვებოდნენ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და მისი მრევლისთვის დღესასწაულების მისალოცად სუბ გევორქის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის ანალიტიკოსები, გიორგი პატაშური და სერგო კერესელიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, თამარ კობეშავიძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტესშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები