რომელი რეისები განახლდება 9 იანვრიდან – „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზა“ 9 იანვრიდან რეისების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი;
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.
აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.