სამგორში, ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი იყო
თბილისში, სამგორში, ავტომანქანების ნაწილების ბაზრობაზე ხანძარი იყო.
ცეცხლი ე.წ. ავტომანქანების 2 „ბოქსში“ გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.