ირაკლი ზარქუა: რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები ჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დასანქცირება ხდება

“რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები ჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება”, – ასე გამოეხმაურა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, პასკალ ლოტასის სტატიას.

ზარქუას თქმით, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დასანქცირება ხდება.

„რასაც ევროკავშირი და მისი ლიდერები სჩადიან, ეს უკვე ფაქტობრივად საბჭოთა კავშირს უტოლდება. განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დასანქცირება ხდება. იქ არის ერთი პოლკოვნიკი, რომელმაც თქვა განსხვავებული აზრი, ვიდრე ფონ დერ ლაიენი და ჭკუის კოლოფი კალასი ამბობენ. რა არის პასუხი ევროკავშირის ლიდერებისგან და ევროკავშირის პოლიტიკა? სანქციების სიაში მოხვედრა და თქვენ იცით, არის ჩამონათვალი, რომელშიც არიან ცნობილი ანალიტიკოსები, სამხედრო პირები, ჟურნალისტები და ა.შ. ბოლო-ბოლო, სადამდე მიიყვანს [ევროკავშირს], არ ვიცი.

ზუსტად ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ამ ე.წ. ლიდერობას, რომელიც არანაირად ევროკავშირის ინტერესებს, არც ღირებულებას არ გამოხატავს, სავარაუდოდ ალბათ სახლში გაუშვებენ, ნაწილს კი მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებების გამო, რამაც ევროკავშირი ამ დონემდე მიიყვანა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ლოტასი ამბობს: “ევროკავშირის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შემაძრწუნებელი ნაბიჯია ტოტალიტარული მომავლისკენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები