“თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში” – სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“, „სარფის” და ,,ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული შ.ო. და 1993 წელს დაბადებული ს.ა., ასევე, საქართველოს ერთი მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ბ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შ.ო.-მ, ს.ა.-მ და ბ.ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.