იემენმა ქვეყნიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედრო ძალების გაყვანა მოითხოვა
იემენის საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს ხელმძღვანელმა, რაშად მოჰამედ ალ-ალიმიმ, რესპუბლიკის აღმოსავლეთში სეპარატისტული ქმედებების გამო, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი განკარგულების ტექსტი იემენის საინფორმაციო სააგენტო SABA-მ გამოაქვეყნა.
„გააუქმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთობლივი თავდაცვის შეთანხმება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
იემენის ხელისუფლებამ ასევე მოითხოვა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 24 საათის განმავლობაში გაიყვანონ თავისი ყველა ძალა და ტექნიკური პერსონალი რესპუბლიკიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, მოთხოვნა კონკრეტულად ემირათის სამხედრო კონტინგენტს ეხება და არ ვრცელდება სხვა უცხოურ ძალებზე.