Extra.ge – ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია საქართველოში
ონლაინ შოპინგი სწრაფი, მოსახერხებელი და ჭკვიანი გზა ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია წვდომა გქონდეს ნებისმიერი ტიპის პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე.
ონლაინ შოპინგმა ჩაანაცვლა ყიდვის ტრადიციული მეთოდები, მაუსზე მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნება და შენთვის სასურველი ყველა ნივთები სახლში გექნება.
ჯერ კიდევ არ გიცდია ონლაინ გამოწერა? მაშინ აუცილებლად უნდა განაგრძო ამ სტატიის კითხვა, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიის – ექსტრას შესახებ მოგიყვები.
Extra-ს Homepage თავიდანვე გაძლევს განცდას, რომ საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ შოპინგ სივრცეში მოხვდი. ექსტრაზე ყველაფერი ერთ ადგილზეა თავმოყრილი.
Extra.ge – ერთი ონლაინ სივრცე ათასობით პროდუქციისთვის
Extra არის საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია და მარკეტფლეისი, სადაც მომხმარებელს პროდუქტების ძალიან ფართო არჩევანი ელოდება. აქ წარმოდგენილია ოფიციალური ბრენდები და სანდო მაღაზიები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიაში მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობს.
მაშინ, როცა ექსტრა არსებობს, აღარ გჭირდება სხვადასხვა ვებგვერდზე გადასვლა. Extra-ზე მარტივად იპოვი როგორც ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, ასევე, ტექნიკას, ციფრულ მოწყობილობებს და სახლისთვის საჭირო პროდუქტებს.
პოპულარული კატეგორიები ყოველდღიური საჭიროებებისთვის
Extra-ს ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი კატეგორიებია. პლატფორმა მოიცავს როგორც ტექნიკას, ასევე, სახლთან, დასვენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას დაკავშირებულ პროდუქტებს.
ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიებია, სილამაზე და თავის მოვლა, სამზარეულოს ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ბაღისა და ეზოს ინვენტარი, გათბობა და გაგრილება, სპორტი და მოგზაურობა, სათამაშოები, ავეჯი და სხვა. თითოეული კატეგორია აერთიანებს სხვა მრავალ ქვეკატეგორიას, რაც შოპინგს კიდევ უფრო ამარტივებს.
სანდო ბრენდები და ოფიციალური გარანტია
Extra.ge-ზე წარმოდგენილია მხოლოდ სანდო ბრენდები და ოფიციალური მაღაზიები, რაც მომხმარებელს ხარისხისა და ავთენტურობის გარანტიას აძლევს. აქ მარტივად შეიძენ ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქციას, როგორებიცაა Apple, Dyson, Ninja, Smeg, Samsung და მრავალი სხვა.
ვებგვერდის მარტივი დიზაინი
Extra.ge-ის ვებგვერდი შექმნილია ისე, რომ მომხმარებელმა მინიმალური დრო დახარჯოს ძიებაში. მარტივი დიზაინი, ჩაშენებული ფილტრები და პროდუქციის შედარების ფუნქცია გაძლევს საშუალებას, სწრაფად იპოვო და შეარჩიო საუკეთესო შეთავაზება.
მოქნილი გადახდის მეთოდები და მიწოდება მთელ საქართველოში
Extra გთავაზობს გადახდის მრავალფეროვან და კომფორტულ მეთოდებს. შეგიძლია გადაიხადო ბარათით, ასევე, ისარგებლო განვადებით, ექსტრას ბალანსით ან კომბინირებული გადახდით, ხელმისაწვდომია Google Pay და Apple Pay-ც.
ექსტრაზე შეძენილ პროდუქციას მიიღებ სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მისამართზე, რაც ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
გახსოვდეს, რომ ექსტრაზე მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საუკეთესო ფასები, ფასდაკლების აქციები და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი გეგულება.
თუ ეძებ სივრცეს, სადაც ყველაფერს ერთ ადგილზე იპოვი, Extra სწორედ ის პლატფორმაა, რომელსაც შეგიძლია ენდო.
R