ლევან მახაშვილი – კაია კალასმა ფაქტობრივად აღიარა, რომ საქართველოში მხარს უჭერს ძალადობას
„კაია კალასმა ფაქტობრივად აღიარა, რომ საქართველოში მხარს უჭერს ძალადობას,“- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, რასაც ისინი მხარს უჭერენ, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა. ისინი მხარს იმ ხალხს უჭერენ, ვისთვისაც ნორმალური და მისაღებია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევა, დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ჩამოგდება და დამხობის მცდელობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას.“