ლევან მახაშვილი – “იგლ ჰილსის” წინააღმდეგ კამპანიაზე: პრემიერის ვიდეო არის დაჩეხილი რამდენიმე მიზნით – პირველი, რომ გააჩინონ წინააღმდეგობა ამ კონკრეტული პროექტისადმი და ზოგადად ეკონომიკური დივერსია მოუწყონ სახელმწიფოს

“პრემიერის ვიდეო არის დაჩეხილი რამდენიმე მიზნით – პირველი, რომ გააჩინონ წინააღმდეგობა ამ კონკრეტული პროექტისადმი და ზოგადად ეკონომიკური დივერსია მოუწყონ სახელმწიფოს,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა “იგლ ჰილსის” ინვესტიციის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

“უამრავი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად რეალურია ეს ვიდეო, მეორე – ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი კავშირი “იგლ ჰილსთან” ამ პიროვნებებს არ აქვთ. პრემიერის ვიდეო არის დაჩეხილი, მიწებებულ-მოწებებული რამდენიმე მიზნით: პირველი, რომ გააჩინონ წინააღმდეგობა ამ კონკრეტული პროექტისადმი, ზოგადად, ეკონომიკური დივერსია მოუწყონ სახელმწიფოს და ეთნიკურ ნიადაგზე გააღვივონ შუღლი. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში დაპირისპირების გაჩენას, შფოთის შემოტანას და იმას, რომ ქვეყანამ ვერ შეძლოს ეკონომიკური წინსვლა,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები