შალვა პაპუაშვილი – „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ კამპანიაზე: საზოგადოება კარგად ხედავს ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რა მიზანს ემსახურება ეს აჟიოტაჟი

„საზოგადოება კარგად ხედავს ვინ დგას ამ კამპანიის უკან და რა მიზანს ემსახურება ეს აჟიოტაჟი,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს.

„ზოგადად, როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს „ნაცმოძრაობა“ და „ალტ – ინფო“ მე მგონი საზოგადოებისთვის ადვილი არის დასკვნების გამოტანა თუ საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, როდესაც ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი და მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისთვის ვისთვისაც სამუშაო ადგილები შეიქმნება, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ამ პროექტების ფონზე და ამ პროექტის წინააღმდეგ, როცა ვხედავთ ნარატივებს აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებული არის გარედან. შეხედეთ აქტორებს ვინ არიან, შეხედეთ საიდან ფინანსდებიან, შეხედეთ ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის, რაც ვერ მოხერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობით დაემხოთ ქვეყანა, ახლა უნდათ ეს ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ.

მარტივი შეცდომა დაუშვეს, იჩქარეს. შეიძლება ჰქონოდათ მაქსიმალური დაფარვა პროპაგანდისტული. ეს დავალება მისცეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ალტ – ინფოსაც“ ერთად და ერთ ნარატივზე ასაუბრებენ. ამით უკვე ნათელი ხდება საზოგადოებისთვის, რომ ის რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება, ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, ის არის სასარგებლო საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები